ყოველი სიტყვა თითო თავია ამ წიგნის
გუშინ წვიმდა, და ძლივს რაღაც ასტაბილურებდა ჩემს ნერვოზს. დღეს ისევ მარტო ვსეირნობ, ისევ ჯიბეში ვიდებ სისხლისფერ მიხაკს. *** უსწორმასწორო ასფალტებზე წვიმა დაშრა... ჩემს უსწორმასწორო მკერდზე შენი შეხების ცეცხლიც ჩაქვრა. *** (მზე წამლის ბოლო დოზას მისვამს). *** ისევ გაგიხსენებ, ერთმანეთში შევადნობ შეუხამებელ ფერებს... და მერე ყველაფრის გაანალიზების მოდუნება ისევ ჩემს ბნელ კედელთან მიმსვამს. 10 ოქტომბერი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი