გაყინული მაჯები


სქელი ქურთუკი სიცივესაც ატარებს,
წვიმასაც,
და სევდასაც. 

შენი სიტყვებიც ამგვარად მომყიდე...
არა, მომყიდეს,
მომყიდეს და მერე ისევ წამართვეს
ჩემმა უჯრედებმა. 

*** 

მდინარესავით ერთი მიმართულებით
დარბის ჩემში ყაყაჩოსფერი სისხლი,
ნორჩისფერი სისხლი. 

გარბის ჩემი სინორჩე. 

*** 

ყოველი ტრამვის დასაბამი მოვილოცე,
და როგორც წმინდა მამები ამბობენ,
"შვების მომგვრელი მადლი" ცოტა ხნით
გამყვა. 

ვეღარ ვიტან ჩემს თავს,
ყველა დამცირების ამტანს.


11 ოქტომბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი