ალბათ მიღირდა თვითგვემა


(I) 

ყუმბარის ნატეხს 
კვლავ ეტყობოდა ლაქები. 

ლაქები, 
რომლებიც
ქირურგებმა 
ვერც ჩემი შუბლიდან წაშალეს. 

(II) 

*** 

ო, სიბნელე საოცრად დაეტყო არემარეს! 

მურშია ყველაფერი,
მურშია ერთ დროს სარკმლისებრი,
მთავარი კარებიც.


15 ოქტომბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი