დალტონიკის ფსალმუნი


იცი, ვინ მაგრძნობინა კამარა? 

შენ... 

*** 

ამაღამ
ზეცაც
             ჭაღარაა...
და მეც! 

იცი, კიდევ რა არის ჭაღარა?
გლოკი,
რომელსაც სასაზე მივიბჯენ...
(ან მუხლზე გადავიმტვრევ...) 

*** 

იცი,
შენს ლოდინში, 
ვინ გაჭაღარავდა? 

იცი?
... 

(მე...
მე...) 

*** 

სასტუმროს ნომერში ვწევარ მარტო,
იმ ღამისთვის განკუთვნილ 
ორიან ლოგინში... 

ო,
სული ამომხდა...
ლოდინში... 

მინდა გაკოცო მჟავედ,
როგორც ლურჯ მოცხარს.


19 ოქტომბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი