შენი ჩრდილის ქვეშ


კვლავ შუადღის ხუთზე ავდექი.
არც ვჭამე,
და ზამთრის მორცხვ მზესაც
არ დავენახე. 

ყოველი ქუჩის მსგავსად ბნელი იყო
ჩემი ოთახი.
მოდი,
მოდი,
ჯერ შენ არ გიცნობ...
შფოთვის დღიური დოზა მომართვი. 

*** 

ამ ოთახის გასასვლელში დგახარ,
პრიალა, შავი ხალათით,
ო, ნაცნობობა შეგეტყო წამით... 

და თმაც შეუღებავი დაგრჩა. 

*** 

შენი მკერდივით ამობურცულ საწოლზე გარდავიცვლები სადღაც სამ საათში. 

ხანმოკლე არსებობის,
და უსაშველოდ გრძელი უსიზმრობის 
სითხე დამრჩა მაჯაში.


22 ოქტომბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი