recalling the dreams


ღვინისფერ ფილებზე
თეთრი მტრედები დადიან. 

(გთხოვ, არ დაემგვანო ეკატერინეს,
შემდგომში დადიანს). 

*** 

ნეტავ იცოდე, როგორი ეშხი გსდევს...
ნიკოტინივით მწარე,
ნიკოტინივით ჩამთრევი... 

*** 

დაე შორეულ კუნძულზე აღმართული -
ბოლო შუქურაც ჩაჰქვრეს. 

აზრი აღარ აქვს შენთან აღარაფერს,
ნაცრისფერმა ტალღებმა 
ძირები დაულპეს ჩემს ნავებს.


26 ოქტომბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი