ბოლოს მაინც აქ მთვარდება ყველაფერი
გული მომიკლა ამდენმა ნაცნობმა ქუჩამ, ნაცნობმა სახემ, ნაცნობმა ხმამ. ახლა სარკმელიდან ვუცქერ შუადღის მზეს, რომელსაც გუშინ ვერ მივუსწარი. ისევ მე დავრჩები ამ ქალაქში, ისევ მე წამაქცევს ძველი ავადმყოფობის ქარი. *** და ჩემს საფლავშიც უკმაყოფილო, მოჯღანული სახით ჩავწვები. *** სამოთხეშიც სიკვდილს ვლამობ, და ამ დროს მგლოვობენ უბნის ტაძარში, და ჩემი სულიც ისევ იქ დგას, საკურთხევლის მარცხენა კარებში. 30 ოქტომბერი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი