guilt trip
ჩემს წინ რუსივით ქერა მინდორი მოჩანს, იმის წინ კი, უფრო მაღლიდან, წითელი ბუჩქები მიმზერენ. *** ამგვარად შორს წასულს, ჩემი ხელით ძერწილ ქალაქში ჩასულს, წერილებს ფერად ფურცლებზე მიწერენ, მაგრამ საყვედურის მოლოდინში მყოფი, დაშორების ფასად ვიოკებ ნერვებს, და ვკარგავ ჩემებს... და რომ მომინდეს სადმე დარჩენა, ვინც მყავდა, იმათთან ჭიქა ოტკის დალევა, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, მე ფეხის გულებს ვეღარ დავადგამ იმ ძველ კერებს. *** თუმცა დავიტოვებ სხეულზე ნაკერებს, რომლებიც ვპოვე მოგონებების ლაზარეთს. 30 ოქტომბერი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი