მე რომ ღმერთი ვიყო


რა გინდა რომ ვთქვა...
მითხარი. 

ამ თხელი კედლების იქით
ბგერაც კი არ ისმის. 

(და ჩემი ეგო თავისას არ იშლის..
მტანჯავს,
მძაბავს,
ეზოს ძაღლივით მაბამს, 
და მაიმედებს წინსვლით.) 

*** 

შავი თვალები უმზერენ თეთრ ფარდებს,
როგორც 
ამ ოთახში დარჩენილ 
ერთადერთ რამეს,
რამე ნათელს. 

*** 

(ჩემი ეგო თავისას არ იშლის,
უფრო და უფრო 
მავიწროვებს 
ჩემითვე ნანატრი სივრცით.)


14 ნოემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი