მერამდენე უძილო ღამე


როგორ მინდა...
რომ თავზე დამდგარმა,
მარცვლების მთვლელმა სახაზავმა,
წვალებით მმართოს,
და მერე მიუხედავად ყველაფრისა,
ჩემი კუპლეტების წყნარ ოკეანეთში
ვრჩებოდე მარტო. 

*** 

დღესაც და ხვალაც,
სახლშიც,
ბარშიც,
ტრაკშიც,
იქაც და აქაც, 

მე ვარ 
თავის უფალი. 

და ველოდები ჩემს მშენებარე სახლში,
აგურთა ფენას - მაღალს, 

ჩემი სათქმელი ყველას
რაკი ვუთხარი. 

*** 

დავიარები ნაცრისფერ,
მტვრიან ქარში,
ქვიშით თვალში,
და ქვიშით თმაში,
ვითარცა ბავშვი... 

დავიარები
"თავისუფალი".


18 ნოემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი