უკანასკნელი მმართველი ჩემი გონების იმპერიისა


აღარ მაქვს დრო,
რომ ქუჩებში ბოდიალის შემდეგ,
მარტო დაყუდებული გიპოვნო.

ყველაფრის ღირებულებას ვგმობ,
ესაა სიმართლე...

ალბათ სანთელი ტორტს
სურვილის ჩაუფიქრებლად მივადნე.

***

იმ დღეს,
შავი პარკით ნაგავი გამქონდა,
და ჩემთვის ჩავიბუტბუტე:
"ვა, ჩემს თავს მარტო აქ ვცნობ".

უიმედობით,
და შენი დავიწყებით ავიგე ბუდე,
და მაგის მერე,
დიდი ხნით,
აღარაფრის სურვილი მქონდა.


5 დეკემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი