რეცეპტები


ჩემი ფანჯრიდან მხოლოდ
ნაცრისფერი ასფალტი ჩანს,
და არა ის მომავალი,
რომელსაც შეგპირდი,
რომელსაც შემპირდი...

***

ამ ყველაფრის შემხედვარე,
თუთიყუშს ვგავარ,
უმიზეზო ნერვოზი მაძრობს ბუმბულს,
და მერე კანს.

***

ჩემი ფანჯრიდან
ჩემი ბოლო იმედი ჩანს,
მხოლოდ წვიმისგან დანატირი.

ო, 
ჩემს საწოლზე 
სისხლის ლაქა
გუბედ დგას.

ო,
ჩემივე ნებით
ვემთხვევი ჯვარს,
რომელზეც შენზე ფიქრი გამაკრავს.


6 დეკემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი