I talk too much


შუქები დამნათიან დახუჭულ თვალებზე,
და სისხლისგან ვიცლები 
ყველას თვალწინ.

ალბათ აღარ ღირს ფიქრი,
იმ წამებზე,

მაგრამ რა ვქნა,
როცა წარსულის გარეშე
არაფრად ვღირვარ...

როგორც ყოველი ჩემი გადასატანი,
ასფალტზე წვიმად ვიღვრები,
და სიბნელეში უფერული ვხდები...
დილით კი ვშრები.

***

მალე,
რამე ახალი შემოამტვრევს კარებს,
და მე მაინც ვერ დავთმობ იმ წამებს.

ალბათ ამიტომაა,
ჩემს ნაკერებს ვერავინ რომ ვერ ამჩნევს.


9 დეკემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი