ო, ღმერთო, მე ისევ გავიღვიძე


უსიცოცხლო თვალებით,
და გაბურძგნული თმით
ვეგებები დილის ექვსს.

ვხვდები ახალ დღეს,
რეალობის ზღვაში ახალ, 
ყინულივით ცივ წვეთს.

მორჩილად ველი ძველ მტანჯველს.

***

ვკვდები,
და ჯვრიდან ვუყურებ ყველას,
ვინც მიყვარდა.

მარჯვენა გვერდიდან 
მათი საზრდო იღვრება,
და ყველა, ვინც ცხოვრებაში ვერ შემიცნო,
ჩემი სიკვდილის შემდეგ 
ოთხივე მახარობელი ერთად ხდება.

შენს გარდა.

***

აჰა, ვარსკვლავთა და აღიარებათა ზღვა 
იშვა!
ყველა გამოუყვა ბეთლემს.

შენს გარდა.


5 იანვარი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი