***


"ჩემს სახლთან ახლოს მდგარ, პატარა გორაზე ავედი, და წარმოვიდგინე, რომ ცხოვრების რომელიღაც მწვერვალი დავიპყარი"


მე მომიცვა ფარისევლობამ...
მე მომკლა ძველ სახეთა ცნობამ...

ნეტავ მერამდენედ უნდა გამატყაოს,
და იგივე გზა გამატაროს,
ჩემმა მახსოვრობამ...

***

ცრუ იმედთა ახალი მესია-მეთაური იშვა
ჩემს ბეთლემ-სხეულში.

მე ის ჟრუანტელი მიცავს,
შენზე ფიქრისას რომ მემუქრება,
მაკულატურის მსგავსად დაკუჭვით.


7 იანვარი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი