ბაღი


მზის ამოსვლაზე, ვიღვიძებ უცებ, პატარა ჩიტი, ვკრთები და ვშიშობ.
უყურებს ეს წუთისოფელი, 
ჩემს ეკლებს,
და მხოლოდ, ერთადერთი იასამანი, უნდა რომ მოგწყვიტოს,
მომწყვიტოს.. 

პატარა კუპლეტებში, 
ვატევ გრძელ სათქმელს,
ოხ, კიდევ რამდენი რამ მინდოდა, ჩატეულიყო. 

ჩემი ბაღიდან 
მხოლოდ იასამნები მოწყვიტეს,
და მიმაბარეს ეკლებს. 

მინდა, რომ აქ, შენთვის, სულ ვიყო,
ოღონდაც შევუერთდე მინდა ქარებს,
ოღონდაც, მინდა უბრალოდ, ფოთლებს შორის მცურავი, 
სული ვიყო.
(სული უკვდავი).


19 აგვისტო, 2021წ.
იკო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი