მზრუნველობისგან დამთბარ, რომელიმე ქვეყანაში მივფრინავ და ჩემი მწუხარება აუცილებელ ბარგად მიმყვება
ბაქოში მზე სხვანაირად ამოდის. (ჩემი ახალი სახლის ფანჯრიდან ვუცქერ, მამაჩემს თეთრი წვერი როგორ ამოსდის, და სახლიდან როგორ აღარ გამოდის...) *** ვუზივარ კასპიის ზღვის ნაპირს... აქ ყველაფერი გამდის... როგორც ეს ტბაა შენიღბული, ვით ზღვა, იგივენაირად, თავს ვატყუებ, რომ თეთრი ფურცლიდან დასაწყებად მზად ვარ. *** ჩემი ნაფეხური აღარ ეტყობა ჩემი ქალაქის აღარცერთ გამზირს. ვუზივარ კასპიის ზღვის ნაპირს... თითო დალალი ზურგზე დამდის. მხოლოდ ჩემს თავს თუ ვაცვამ ჯვარს, შენი ვერ ნახვით, და ტფილისიდან სამუდამოდ წასვლით. 22 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი