უღმერთო და ხედი ჩემი ფანჯრიდან
(შეხება ჰგავს ხანძარს)
ყოველი წუთი შენთან...
თვით-დესტრუქციის
მძაფრ
სუნამოს
მასხამს.
***
ო, თუკი გადაწვეტ,
რომ მოხვიდე უფრო ახლოს -
მაშინ, შემხედე,
სანამ შენში
ყველა არტერიას
თმის
ღერებივით
გავწყვეტ.
გაბერილ თვალებში ჩამხედე,
სანამ
დაგანახებ
ჩვენს
დაფარულ
აწმყოს.
2 თებერვალი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი