0 8

now I must atone for my mistakes


რაც უფრო ახლოს ვარ სიკვდილთან,
მით უფრო მტანჯავს ფიქრი წარსულზე.

***

დაასფალტებულ ეზოში,
თავგატეხილი,
სულ მთლად დაცლილი,
მე, ემოციათა დოქი,
დამსხვრეულ-დაღვრილი,
მნახეს სისხამ.

***

არც ხის ჯვრით სავსე მჯიღი 
დამადეს გულზე...

ზეთის და მუჭა მიწის 
ღირსიც არ გამხადეს,
არ ეკუთვნისო მაგას,
ასე უთქვამთ მწუხრზე.


10 თებერვალი, 2023წ.
კომენტარები (0)