0 5

პოლიეთილენი (ნუ მაბინძურებ)


ღმერთო, 
რა მოთვლის ჩემს თვალთაგან
ტირილისგან ჩამოცვენილ წამწამებს...

ვიჭრი და
პოლიეთილენის გულებში ვინახავ
წაბლისფერ დალალებს.

***

(რა არ უნახავთ ჩემს თვალებს!)

...რამდენჯერაც გინდა,
იმდენჯერ განუცდიათ 
მშრალ ყელში ჩახრიალება,
ჩემს ანტიდეპრესანტებს...

***

მოგჭრი და
პოლიეთილენის გულში შევინახავ
იმ დალალებს -
მკერდი რომ დამისერეს ერთ ღამეს.


13 თებერვალი, 2023წ.
კომენტარები (0)