0 0 6
ფისიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსება არ მოითხოვს სესხს ან/და ლომბარდს
მე შემიძლია,
ყველაფერი გავატანო
ას გრამ არაყს.
***
თუკი ერთ ღამეს მოხვალ სახლში,
და თუ მე დაგხვდები არა საწოლში, არამედ სადმე, მთვრალი,
გთხოვ, მომიტევე...
ან დაუყოვნებლივ
რამე ანტიდეპრესანტი მომიძებნე...
***
(ვეღარაფერი მშველის)...
***
თუკი ერთ დილას შენ გაიღვიძებ,
და ჩემი ხელიდან სითბოს მაგივრად,
იგრძნობ ლურჯი ვენიდან გამოღწეულ,
თბილ ნაკადს...
მერე შენ მაინც მითხარი,
რამე თუ მშველის...
***
ჩემი რვეულებივით ვირევი,
და საშლელითაც მალე ვიშლები.
24 თებერვალი, 2023წ.