ბაბუაჩემის რადიოს მტვერი ადევს
მე დაბმული ვარ, და ხელებიც სამშობლოსავით გაერთიანებული მაქვს. დაუხამხამებლად ვუყურებ თვალებში ექიმს, რომელიც წვერს მპარსავს. *** სინათლე ჩემი პალატის ფანჯრიდან... კვლავ ბიპოლარობით მნათლავს... *** ხელები კვლავ დაბმული მაქვს... ამაზე ვფიქრობ წლებია. აქედან წასვლის რწმენა მჭამს... და ჩემი დასასრული ალბათ, არც ისე დიდი წნეხია. 24 თებერვალი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი