kitchen knives and packed up smiles
ჩემს სახლთან მწვანე ურნაა. ორშაბათს იქ დავტოვებ ძილის წამლებს. არ ვიცი, სიკვდილის შემდეგ თავს რა ვუქნა, არ ვიცი, რის მოლოდინში ვითვლი წამებს. *** და მაინც ვერანაირი სამოთხე ემსგავსა შენს მატრასივით რბილ, ბრტყელ მკერდს... *** ყოველდღე, ღამის თერთმეტზე, შევდივარ სახლში, და ყველა ძალით ჩაყლაპულ, ჩემთვის წინასწარ დაღეჭილ ნამცეცს, ჩემს თეთრ უნიტაზში ვარწყევ. რა მეთქმის სხვა, ახლა ის მწვანე ურნა მე თვითონ ვარ. 26 თებერვალი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი