I lost my seat
ფეხზე ვიბამ ლოდს, არც ისე მჭიდროდ. ჩემს ოთახს ვატან ცეცხლს და ბოლს. შევდივარ ტალღებში... ნელა... აუჩქარებლად... დავიფარები წამებში... *** ვიხსენებ ბებოს სიტყვებს, და ცხოვრებაში პირველად, ვტირი. იმის იმედი მკლავს, რომ ვეღარავინ შეამჩნევს ჩემი ლამპიონის ციმციმს. *** ყველაფერ გრძელს და უსასრულოს ვატან ერთ ღამეს. სადღაც მივრბივარ... მჭიდროდ ვიკრავ თასმებს. 1 მარტი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი