სამართებლით ვიტვიფრავ ჩუქურთმებს სხეულზე, თითქოს ჩარაზული ტაძარი ვიყო
ნეტავ ოდესმე ისე გავერთიანდეთ, როგორც ჩემ ცოდვათა მწველი ცეცხლი, და ჩემი ფრთები. *** ნათელი და სიმწვანე ფარავს ჩემს ტრამვათა ტრამალებს. ყოველი პატარა დეტალი ჩემს შესახებ გაჰყვა ფერფლს. საფლავ-მომგონებლიანად მყლაპავს ვეშაპი, რომელსაც ვუწოდებ - ქვეცნობიერს. *** და მაინც, რაც არ უნდა უღმერთო ვიყო, ვეზიარები რეინკარნაციის მადლს. რომელიმე კლდეზე, ჩემსავით ცივად ამოტვიფრული სახე მაინც გიგრძნობს. 3 მარტი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი