0 0 2
ჩემი მონოლოგი
ისევ აბსურდულად წვიმს,
და ჩემი მდგომარეობა
მაგონებს ციმბირს.
ვეღარავინ ამჩნევს
ჩემი საგანგაშო შუქურის განწირულ, უკანასკნელად მტკივნეულ ციმციმს.
***
ვფიცავ,
ისედაც წითელ აბაზანას
წითლად შევღებავ.
და არ დავტოვებ კვალს...
მხოლოდ ჩემს სუნიან გვამს,
და რამდენიმე შავ პარკს.
***
ჩემს შუბლზე ამოვისვირინგე
ჩემი სახელი,
რამეთუ მსურდა განმესახიერებინა
ჩემი პირადი იუდა ისკარიოტელი.
და ეს სვირინგი ეფარება ჩემს
წაბლისფერ წარბს,
როგორც მის ერთადერთ მხსნელს,
როგორც მის საფლავზე ერთადერთ დიდ,
გადაუგორებელ ქვას.
***
ვიწყებ ახალ ცხოვრებას...
ლარებს ვაგდებ,
და ვყიდულობ ლირას, ან სომხურ დრამს.
ვახტები "სამუდამო განშორების"
ექსპრესის
ერთ მორიგ ბაქანს.
14 მარტი, 2022წ.