44 magnum
რევოლვერს მივიბჯენ ნიკაპქვეშ... და ანგელოზთა დასი სათითაოდ გაჩეხავს ჩემს ტრამვათა მარადმწვანე ტრამალებს. *** რევლოვერს ვიბჯენ ნიკაპქვეშ, იმის იმედით, რომ შენ შემხედავ ყოველი კუთხიდან... რომ შემომივლი, ვით დედამიწა - მზეს. *** კვამლი სისხლისფრად იღვრება ლულიდან... ვეღარც შვებას ვგრძნობ... ვეღარც ემპათიით დაცდენილ სიტყვებს, ამდენი წყვილი ტუჩიდან. *** საკმევლის სუნი ოთახში - ჩემი სულის მაგვირად დგას. (ჩემი ცივი გვამი იხრწნება... იკლებს წონაში...) მღვდელი ქრისტეს იერით, დამჩხავის თავს და მიკითხავს დავითის ოთხმოცდამეათეს. 18 მარტი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი