0 6

ვცოცხლობ სიკვდილისთვის, ვკვდები სიცოცხლისთვის


ვზივარ ნაპირთან,
და უიმედოდ ვუყურებ ჩემს 
სიბნელის შავ ზღვას.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოგონება,
ვით ლოდი ფეხზე - თან მიმაქვს,
პირი არ უჩანს დაბრუნებას.

***

გათეთრებული,
გაცხედრებული,
შუბლზე ზეთ-მირონ-ტყვია-ცხებული,
ჩემი სიბნელის ზღვასთან ვზივარ...

***

(ვნატრობ იმას,
რომ აღარაფერს მკითხავ).


22 მარტი, 2023წ.
კომენტარები (0)