January 31st


ვით დანა ზურგში,
ისე აღწევ ჩემს სხეულში.

***

ყველაფერი იფარება არა სიბნელით,
არამედ გეჰენიისებრი მურით.

ვუყურებ კანდელს,
რომელიც სიმაღლით გუმბათს ერთვის.

ვდგავარ
ტბა-ამღვრეული,
სულ არეული,
ბაგე-წართმეული...

მომავალზე ფიქრი მანგრევს...
მოხვალ, 
მიედნობი ჩემს მხრებს,
და შესაწირი კრავივით გამომჭრი ყელს.


31 მარტი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი