აპრილის შეღებვა
ვდგავარ
ციცაბო
კლდეზე...
და წითელი ხაზი პითონივით
სრიალებს ჩემს ხელზე...
***
ცხედრისფერია ცა,
ისეთი, როგორიც მაშინ იყო...
...(ჩემს ლურჯ სახეზე
შენანების უფერული ბინდი
მყარად დგას)...
ნეტავ ისევ უგრძნობი ვიყო...
15 აპრილი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი