ჩემი ვენა მტკვარია, და არ ვიცი სად ვეძებო ამ ყველაფრის სათავე


მოხრილი ვზივარ სანაპიროზე
და ვუყურებ აისს.

მზე შენნაირად ამოდის.

შენნაირად ჩადის კიდეც.

***

არ მჯერა,
რომ მივატან მაისს.

მეგონა, რომ კვლავ შეხებით გიცნეს
ჩემმა გვერდებმა...

სიზმარმა გამიძლო 
მხოლოდ ერთი წამით.


22 აპრილი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი