ნოსტალგიის არეკვლა
(ჩამხედე თვალებში, ისე, თითქოს უყურებ სარკეს). დღის ნათელი უძრწის ჩემს ფურცელივით თეთრ სახეს... უშინაარსობის ფერი ადევს არემარეს. ...ვკეტავ კარებს... ვიკრავ წაბლისფერ დალალებს... მოხუცივით თეთრი, მოხუცივით მარტო, ვზივარ, ოთახის შუქზე ვუყურებ წამლებს... და ვკლავ მორიგ ღამეს. 10 ივნისი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი