გააგრძელე, გისმენ


შუბლი ეყრდნობა ცივ კედელს.
გრეილი გაწყვეტს
ლაჟვარდისფერ ვენებს.

გაუნძრევლად ვწევარ 
მეცამეტე პალატაში,
და ფანჯრებს აღარ ვეძებ.

შუბლი ეყრდნობა
ცივ ხელებს...

წონასწორობას ვკარგავ აივანზე,
და ბოლოჯერ უარვყოფ
ერთადერთ ღმერთს,
და წინსვლის სხვა დანარჩენ მიზეზს.


20 ივნისი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი