* * *
აივანზე მდგარს, ხმამაღლა კითხვისას, მთები მაძლევენ მხოლოდ ბანს. მაგრამ ეს საოცარი, სიჩუმე შენი, ყველა ხმას ფარავს ჩუმი ხმით გარღვეულა, ერთ დროს დიდი, ნისლი, ახლა მომაკვდავი. ასეთი რამ, უხილავი, როგორ აშრობს ნეტავ, ჩემს მელნის ზღვას? ივლისიც გაპარულა, ადრე ასე, არაფერი დუმდა.. ვიწრო ფანჯრიდან, მხოლოდ შენი სილუეტი და, ჩამქრალი ცაღა სჩანს. 2 აგვისტო, 2021წ. იკო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი