ხელები გულზე


გარეთ ქარია
და ილუზიის ბინდი
მალებზე სათითაოდ მადგება.

ახლა ის წამია,
რომლის ფასადაც
მთელ ცხოვრებას გავყიდდი.

***

საღამოს ექვსიც
ნელა დადგება...

ისევ შენსკენ მოვბობღავ
ორი მომტვრეული წვივით,
და ხის ჯვრით.


23 ივლისი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი