მწვანე ტაბლეტი


...(მზერას მზერაში ვუყრი...
ცხელი, ბნელეთისფერი ქვიშიდან
მზის ამოსვლას ვუცდი)...
გაუნძრევლად ვდგავარ
შენი ხატის წინ...
როგორც უკანასკნელ 
გრავიტაციის მორჩილ იატაკს,
ისე გეყრდნობი
ორი გადატყაული მუხლით
და ვკვდები გულყრით.
...(მზერას მზერაში ვუყრი...
ცხელი, ბნელეთისფერი ქვიშიდან
მზის ამოსვლას ვუცდი)...


26 ივლისი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი