გიშერი
იმდენი რამე მინდა ვთქვა... თუმცა მე ვგავარ დიდ, უძრავ, უსულო, უგულო, უპატრონო ქვას. *** გიშერისფერი ცა შენსავით დამაწვა, და ჩემი მკერდი ისეა, როგორც უძირო ზღვა, სადაც აისი კვდება. ჩემიდან შენამდე ვხედავ ჩატეხილ ხიდს... მოლბერტზე უფერულობით გაჟღენთილ ფუნჯებს მთელი ძალით ვაჭერ, ვუსვამ. ახლა ღამეა უღრუბლო, და მე ვარ ძლიერ, უჩვეულოდ უგულო... ჩემი ორივე ბაგე ჩვენს ისტორიას ხაზს უსვამს. 29 ივლისი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი