მიწის საწოლი


ჭირისუფლად მადგას თავზე
მწველი, წითელი ცა.

ვდგები განზე...
ვრწმუნდები,
რომ ვეღარაფრით გავაფერადებ
ჩემი მომავლის თეთრ გვამს...

***

...შენი ხმა დამდევს...
შენი შეხება დაძრწის
ჩემს გამომშრალ, ფერმკრთალ კანზე.


5 აგვისტო, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი