თეთრი პერანგი
ზღვაში ვტივტივებ, როგორც წითელი ტივტივა... აღარაფერი შემრჩა წმინდა... ამდენი ფიქრისგან თმა მცვივა, და ამდენ ლოდინში გრძნობის ყველა ნატამალი თმასავით ჩამომცვივდა. ლაჟვარდისფერ, დაისისფრად გაბრაზებულ ზღვაში ვტივტივებ... და დასაბამიც ასეთია, მე ვეღარ ვიღვიძებ. 20 აგვისტო, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი