შუშის მაჯები


შენი მზერა დაძრწის
ჩემს ყვითელ ტანზე...
ვკითხულობ გრანელს,
გიხსენებ,
და ნაკერები
უნებურად, ბაგეების მსგავსად
იხსნებიან ჩემს გვამზე...

***

ეს სიბნელე,
ეს ნიჰილიზმი
მაჩოქებს,
თავზე მადგას,
და გალობს სამოთხის მონატრებას.


6 სექტემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი