lucky me


დაორთქლილ სარკმელში 
ქრისტეს 
მზერა ჩანს...

...და მე მონანიების წვიმა მნამავს...
ვდგავარ აივანზე,
წონასწორობას ვკარგავ...

დაორთქლილ სარკმელში
იმედის
ნაწყენი მზერა
...აღარ ჩანს.


16 სექტემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი