Jesus wept


სიბრმავე ერთადერთია,
რაც შველის ამ აპათიას,
რაც კურნავს ამ თან არა-აპათიას...

ჩემი ოთახის
ღია,
ნათელ შემოსასვლელში,
ღმერთია...
შანსი ერთია...

...და მე თვალებახვეულს მძინავს...
თვალებახვეულს მღვიძავს...

ვერ ვშველი ამ აპათიას...
მშობელმა, თბილმა მიწამ
სიკვდილის ნატვრაც არ მაპატია.


19 სექტემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი