...ალბათ მთვრალი ვარ


კორპუსის ეზოში დაეხეტება რაღაც, მარტოდ-მარტო
თვალებს ვუჭრი მზერით, ჩემს გვერდით დაძრწის, 
ერთმანეთს ვერ ვცნობთ 

დაბურულ სარკმელებში, ვხედავ 
იმ შავ სამოსს
ქუჩებში, სახლში, 
ყველგან სილუეტია, 
ვერ-გაბედულს, ხანგრძლივ მზერას მთხოვს 

დავდივარ და მიკვირს,
ნუთუ ივლისშიც თოვს?
ყველა ბნელ  ღამის, თეთრი სიზმარი მახსოვს
ისევ უცვლელად, სიცარიელით ვკლავ დროს
ჩემი სახელიც უკვე აღარავის ახსოვს. 

(ალბათ მთვრალი ვარ)


24 ივლისი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი