სადღაც, შუაში
მოგონებათა ლანდი ფარავს ჩემს თაფლისფერ თვალებს. ახლა ცივი, მარტოობის სითბოთი დასეტყვილი, ჩემი თვალებისფერი მიწა მფარავს... ეს სიმარტოვე, ეს სითბო მკლავს... და მორიგი შეხების მოლდინში ვითვლი წამებს. *** შენი უთავბოლო მზერა ფარავს ჩემს მიწისფერ თვალებს. ეს მარტოობა, ეს სითბო, ეს ლოდინი მკლავს. 27 სექტემბერი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი