guns


შენი სხეული
შენი სული
შენი სურნელი
მარკასავით დაეკერა
ჩემს ცისფერ ქურთუკს.
...(ახლა ჩემი ბაღი
უწვიმოა,
მშრალი,
და ეული)....

***

...მე დავრჩი ერთი,
ჩემი თავის ერთადერთი იმედი
და ერთადერთი ღმერთი...

...მე დავრჩი,
ჩემივე თავის,
ჩემივე გვამის,
ერთადერთი პატარა ერთეული...

ამ გაუცხოების
ცივმა მიწამ
დამაბრმავებელი, თეთრი კაბით
შეიუღლა ჩემი სხეული,
ჩემი სული,
ჩემი გული...


1 ოქტომბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი