by any means


ლურჯი ოთახის კედლებს
გამჭირვალე სიჩუმე ანგრევს.
სამუდამო ზამთარი
ძაფის გორგალივით მარღვევს...
მუჭში ვაგროვებ
დარდებს,
რომლებიც ზომით ჰგვანან
მდოგვის მარცვლებს,
და მინდორივით სხეულზე ვაბნევ.


10 ოქტომბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი