ხაზებს ვაგროვებ მუჭში, მე ვარ მუნჯი


ოქტომბრის მზეს
გვამივით თეთრ პირ-სახესთან ვუდგავარ,
ვდგავარ, თმა-გაწეწილი,
და ახლა თვითონ ვარ
ჩემი ყოველი ვერლიბრი.

***

ჩემი გუნების სიბნელით,
ჩემი გუნების ფერით,
ღამედ ვღებავ დღეს.
მე ღამეს,
ღამის ჰანგებს ვუყვარვარ...
თუმცა ერთი ვარდით ხელში
მზის პირ-სახეს ვუდგავარ...
ახლა თვითონ ვარ,
ჩემი ყოველი, არეული ვერლიბრი...
უგონოდ ვდგავარ,
თმა-გაწეწილი.


20 ოქტომბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი