მოკვდავობის უკვდავება


მჯიღით ტიტების კონა მიჭირავს,
შენს კართან ვდგავარ,
მე ახლა
ზამთრის უფერო ცა ვარ.

მჯიღით ცხელი სანთლების კონა მიჭირავს,
შენს ხატთან ვდგავარ,
მე ტრამვათა ფრესკათა ვარ.

მჯიღით ხის ჯვარი მიჭირავს,
ვწევარ, აღარ ვდგავარ,
მე ახლა ჩემი ეზოს
ნამიანი მიწა ვარ.


26 ოქტომბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი