...ქაღალდის ცაზე მტრედი მიფრინავს...


ქაღალდის ცაზე მტრედი მიფრინავს,
პატარა კლანჭებით ღრუბლებს იტაცებს,
ქაღალდის ცას ფხრიწავს.

მე აღარცერთი,
ასეთი
წამიერი გატაცება
არ მინდა.

***

...ქაღალდის 
ცაზე 
მტრედი 
მიფრინავს...

...პატარა 
კლანჭებით 
მიტაცებს,
მფხრიწავს...


27 ოქტომბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი