შენ ხარ ადამიანი


შავ ყდას შიგნიდან
ფრესკისებრად ხატავს,
სვირინგისებრად შრამავს
ჩემი ხელწერა,
და კითხვა შენთვის:

"მე ვარ ადამიანი?"

***

ალბათ ოდესმე
ჩემი წიგნიდან
გრეილს ამოიკითხავ...

***

შავ საფლავის ქვას
თეთრად შრამავენ სიტყვები:

"მე ვკვდები
მე ვეღარაფერს ვხვდები,
მე არ მინდა დავიკარგო
წუთისოფლის ფერად ტყეში,
მე არ მინდა ვიყო ადამიანი...
მე მინდა ვიყო ღმერთი."


30 ოქტომბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი